Recent Posts

რეალურად ალბათ არცერთი არ სცდება. ჭეშმარიტებამდე მისვლას სჭირდება გამბედაობა და მარტივი არ არის. გზა ტანჯვაზეც გადის სავარაუდოდ. ასე რომ არ იყოს, მაშინ ყველას თვალები გვექნებოდა ახილული და არანაირი ძალისხმევა არ დაგვჭირდებოდა, კოკა-კოლასავით ვიყიდდით უახლოეს მაღაზიაში. მეორე მხრივ ჭეშმარიტება ნამდვილად "აღგვამაღლებს". ნუ, უნდა აღგვამაღლებდეს :) სხვა საკითხია ვისთვის რა არის ჭეშმარიტება.

posted in განსახილველი თემები read more

(...ჯერაც არ ვიცი მე მე ვარ თუ მე მე არა ვარ)
ჯელალ ედ-დინ რუმი

მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი


ჯერაც არ ვიცი მე მე ვარ თუ მე მე არა ვარ,
რაღაც საოცარ ყოფაში ვარ, მე მე არა ვარ.
სიყვარული ვარ, მოყვარული თუ საყვარელი?
ვარ გაოგნების ჯამით მთვრალი, მე მე არა ვარ.

ვინა ვარ, რა ვარ, უსახელო რაღაც ქიმერა,
მე სულ სხვა არსის ნიღაბი ვარ, მე მე არა ვარ.
მარადისობას შენივთული, სული მოკვდავი,
რაღაც დიდების მწვერვალი ვარ, მე მე არა ვარ.

posted in ლიტერატურა read more

(...ჩვენ აბა რა ვართ, - ჩვენ ვართ ერთი საკრავი ჩანგი)
ჯელალ ედ-დინ რუმი

მთარგმნელი: მაგალი თოდუა


ჩვენ აბა რა ვართ, - ჩვენ ვართ ერთი საკრავი ჩანგი,
ეს შენ ხარ მხოლოდ მესაკრავე, შენია ჰანგი.
ჩვენ აბა რა ვართ, - ჩვენ ვართ ერთი ლიტონი სტვირი,
ეს შენ ქვითინებ ჩვენს სხეულში და ჩვენში სტირი.
ჩვენ აბა რა ვართ, - მთა ვართ მხოლოდ, რა უნდა გვექოს,
ეს შენ ხმიანობ და ჩვენც შენი აგვიდის ექო.
ლომნი ვართ, მაგრამ დროშის ფრთებზე ვმძლავრობთ და ვმარდობთ,
გვიბერავს ქარი და ჩვენც ვშფოთავთ, და ეს ვართ მარტო...
ჩვენ რატომ გვიმზერ, როცა შენთან ესოდენ ვსხვაობთ,
შენს თავს შეხედე, სიუხვის და სიკეთის ზღვაო!

ბმულზე მოისმინეთ ლექსის აუდიო ვერსია:

posted in ლიტერატურა read more