Recent Posts

Завеса (საფარი) - რას ნიშნავს სუფიზმში? არის თუ არა მაიას ანალოგი ინდურ ფილოსოფიაში? რა სახის საფარები არსებობს სუფიზმში?

posted in განსახილველი თემები read more

(Суфий - сын Мгновения)

ხშირად შემხვედრია ეს გამოთქმა და მაინტერესებს რა იგულისხმება?

posted in განსახილველი თემები read more

ძალიან მომეწონა სტატია :thumbsup:

posted in განსახილველი თემები read more

აქვს თუ არა სუფიზმს სულიერი განწმენდის სტადიები ?

posted in განსახილველი თემები read more

სირთულეების სახეები ინდივიდუალურია, მაგრამ ალბათ რაღაცა ზოგადიც არის, რაც ყველა მაძიებელს თუ მოსწავლეს შეეხება. მაგალითად ისეთ ჩვევებთან ბრძოლა, რომლებიც ადამიანს ხელს უშლის სულიერ განვითარებაში. ჩვენში მყოფი უამრავი მე-ს გამთლიანების პროცესი გარკვეულ სულიერ პროცესებთან არის დაკავშირებული.

posted in განსახილველი თემები read more

აღმოსავლურ სწავლებებში ხშირად გვხვდება გამონათქვამები სულიერი გზის სირთულის შესახებ. არაერთი მისტიკოსი ამბობს, რომ მასწავლებლის გარეშე გზის დაწყებაზე, ფიქრიც კი არ უნდა გაბედო. მაინტერესებს რა სირთულეებს გულისხმობენ ?

posted in განსახილველი თემები read more

parable.jpg

სპილო და უსინათლო ადამიანები

ერთი აღმოსავლური იგავი მოგვითხობს სპილოს შესახებ, რომელიც ერთ პატარა ქალაქში გამოჩნდა. ქალაქის მცხოვრებლებს წაეკითხათ და გაეგონათ ამ ცხოველის შესახებ, თუმცა საკუთარი თვალით არასოდეს ენახათ იგი. სპილოს სანახავად უამრავი ხალხი შეგროვდა და ყველა აკვირდებოდა უცხო ცხოველს. ამ ქალაქში ასევე 5 უსინათლო ადამიანიც ცხოვრობდა და მათაც გაიგეს სპილოს შესახებ.

უსინათლოები დაინტერესდნენ, მაგრამ რაკი დანახვა არ შეეძლოთ სანახავად წასვლისაგან თავს იკავებდნენ, ვიდრე ერთმა კაცმა არ ურჩიათ მისულიყვნენ და ხელით შეხებოდნენ ცხოველს. ამის შემდეგ უსინათლოებს შეეძლებოდათ, ჩამოეყალიბებინათ საკუთარი წარმოდგენები, თუ რას წააგავდა სპილო.

საბოლოოდ უსინათლოებმა გადაწყვიტეს და სპილოს სანახავად წავიდნენ. ისინი ხელით შეეხნენ სპილოს და ცოტა ხნის შემდეგ ჩამოჯდნენ, რათა საკუთარი მოსაზრებები გაეზიარებინათ ერთმანეთისათვის.

კაცმა რომელიც სპილოს ტანს შეეხო, თქვა რომ ცხოველი მსხვილი ხის ტოტს წააგავდა, მეორე უსინათლომ რომელმაც სპილოს კუდს შეახო ხელი თქვა, რომ ცხოველი დიდი გველის მსგავსი არსება იქნებოდა. მესამე უსინათლომ რომელიც სპილოს ფეხს შეეხო თქვა, რომ ცხოველი ძალიან წააგავდა სალ კლდეს, მეოთხე კაცი რომელიც სპილოს ყურს შეეხო ამტკიცებდა, რომ ეს რაღაც დიდი მარაოს მსგავსი იყო, მეხუთე კი რომელიც სპილოს გვერდებს შეეხო ამბობდა, რომ ცხოველი დიდი კედლის მსგავსი რამ იქნებოდა.

უსინათლოები საათების განმავლობაში ისხდნენ და ამტკიცებდნენ თავიანთ სიმართლეს და ყველა დარწმუნებული იყო საკუთარი პასუხის სიზუსტეში –არავის სურდა სხვისი აზრის მოსმენა. საბოლოოდ უსინათლოებმა გადაწყვიტეს ერთი ბრძენი კაცისთვის ეკითხათ რჩევა.

ბრძენმა უთხრათ: ყველა თქვენგანი მართალია და ამავდროულად ყველანი სცდებით. პასუხი მარტივია, ყველანი ცხოველის განსხვავებულ ნაწილებს შეეხეთ, ამიტომაც მხოლოდ ნაწილობრივი წარმოდგენა გაქვთ მის შესახებ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენს მოსაზრებებს გაცვლით და ერთ ნაწილად შეკრავთ, აუცილებლად მიხვალთ სწორ დასკვნამდეო.”

ამ იგავის მორალი ასეთია: შეუმცდარი არავინაა, ხშირ ჩვენ ვხედავთ სიმართლეს, ხშირად კი ვერა. რეალურ ცხოვრებაში კი, ადამიანები საგნებსა და მოვლენებს საკუთარ მნიშვნელობებს ანიჭებენ და მტკიცედ სწამთ, რომ მათი მოსაზრება სწორია. სიმართლის შესაცნობად, აუცილებელია მოვუსმინოთ სხვა ადამიანებს და მათი თვალითაც შევხედოთ საკითხს.

posted in ლიტერატურა read more

მაინტერესებს, ინტელექტის გაკონტროლება რაში გამოიხატება, ან რა ფორმით ხდება ეს სუფიზმში.

posted in განსახილველი თემები read more