აღმოსავლურ სწავლებებში ხშირად გვხვდება გამონათქვამები სულიერი გზის სირთულის შესახებ. არაერთი მისტიკოსი ამბობს, რომ მასწავლებლის გარეშე გზის დაწყებაზე, ფიქრიც კი არ უნდა გაბედო. მაინტერესებს რა სირთულეებს გულისხმობენ ?
-
სულიერი გზის სირთულეები
-
''ფიქრიც კი არ გაბედო'' ცოტა შემაშინებელი სიტყვებია )))))
ჯერ ხომ ფიქრით და სწრაფვით იწყება ყველაფერი და მხოლოდ შემდგომ პოულობს ადამიანი სკოლას, ნუ თუ მართლა გამბედავია, ძლიერი მოთხოვნილება აქვს და თუ განგება ინებებს, ცხადია
რაც შეეხება სირთულეებს - წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანი შედის დაბურულ, უღრან ტყეში, ამ ტყიდან გამოღწევა შეუძლაბალია, თუ მას გზამკვლევი არ ახლავს, ის, ვინც ეს ტყე უკვე გაიარა და ყველა ბილიკი კარგად იცის.
მასწავლებელი სწორედ ის არის, ვისაც ეს ტყე გავლილი აქვს და ნაპირზეა გამოსული, ასე რომ მას შეუძლია მოწაფეს ამ უღან ტყეში გზა გაუკვალოს და მიმართულება მისცეს, ყოველთვის, როდესაც მოწაფე მას ამ მიმართულები მიცემის თხოვნით მიმართავს .. ნუ თუ მიმართავს.. -
სირთულეების სახეები კი, ყველას სხვა და სხვა აქვს.
ყველა მოწაფის მიმართ აბსოლუტურად დამოუკიდებელი, ძალიან დელიკატური და ფრთხილი მიდგომაა აუცილებელი.
აქ საერთო წესები მხოლოდ ის არის, რასაც მოწაფეს ხელდასხმის დროს გადასცემენ, დანარჩენი ინდივიდუალურია.
რამე კონკრეტული საკითხი ხომ არ გაინტერესებდათ? -
სირთულეების სახეები ინდივიდუალურია, მაგრამ ალბათ რაღაცა ზოგადიც არის, რაც ყველა მაძიებელს თუ მოსწავლეს შეეხება. მაგალითად ისეთ ჩვევებთან ბრძოლა, რომლებიც ადამიანს ხელს უშლის სულიერ განვითარებაში. ჩვენში მყოფი უამრავი მე-ს გამთლიანების პროცესი გარკვეულ სულიერ პროცესებთან არის დაკავშირებული.
-
ვიცი, რომ ეს ცოტა არადამაჯერებლად ჟღერს, მაგრამ ყველაფერს ერთი პასუხი აქვს - ზექრი.
თუ რამე ინდივიდულურია, მაშინ კონკრეტულად უნდა დაიწეროს, რაზეა საუბარი.