@San said:
მაინტერესებს, ინტელექტის გაკონტროლება რაში გამოიხატება, ან რა ფორმით ხდება ეს
სუფიზმში.
პირველ რიგში, ადამიანს კონცენტრაციაში ხელს ის ხმაური უშლის, რომელიც ადამიანის თავში გამუდმებით მიმდინარეობს - აზრები, ფიქრები, ქაოტური, არაფრის მომცემი, რომელსაც ადამიანი საერთოდ ვერც ამჩნევს და ცხადია, ვერც აკონტროლებს. ამისთვის სხვა და სხვა საკოლები სხვა და სხვა საშუალებებს იყენებენ, სუფიზმში ეს ზექრია. ღმერთის გამუდმებული და თავდავიწყებული ხსენება.
როდესაც ადამიანი გამუდმებით საკთარ თავზე, საკუთარ პრობლემებზე არ ფიქრობს და სიმძიმის ცენტრი ზექრზე აქვს გადატანილი.
ნელ-ნელა ჩნდება ცარიელი სივრცე, ფიქრსა და ადამიანს შორის, მანამ სანამ ეს სივრცე მათლიანად მის ყოფას არ მოიცავს.
ღვთის მუდმივი თავგანწირული ხსენება (ზექრი)
ზექრი გამოიხატება ღვთის გარკვეული სახელების მეთოდურ გამეორებაში; სახელების, რომლებსაც მიმდევარს სულიერი მოძღვარი გადასცემს.
როგორც პოეტმა თქვა:
”ის ისე დიდხანს იჯდა პირისპირ ჩემს გახსნილ გულთან, რომ გულმა სრულად აღიქვა მისი ჩვევები, ხასიათი და ტემპერამენტი”.
სუფიები მიიჩნევენ, რომ სული მოწაფისა, რომელიც გამუდმებით ღმერთზე ფიქრობს, თანდათან განიმსჭვალება ღვთაებრივი თვისებებით, ხოლო ვნებათაგან წარმოშობილი მიდრეკილებებისგან თავისუფლდება.
ამგვარი, გამუდმებული ღვთის მოხმობის მიზანი ის არის, რომ მიმდევარმა დროთა განმავლობაში მიზანმიმართული კონცენტრირება ისწავლოს.
გაფანტული აზრებით, უამრავი ინტერესითა და სურვილით გაწვალებული მოწაფე თანდათან სწავლობს აზროვნების მთელი ძალით ერთი მიმართულებით კონცენტრირებას.
ზექრის წყალობით, ის უკვე აღარ ფანტავს ენერგიას აზრთა მღელვარებაზე, არამედ მთელ გულისყურს ღვთის გახსენებისკენ მიმართავს.
ამით ის ფსიქოლოგიური კონფლიქტებისგან თავისუფლდება, ეუფლება შინაგანი წონასწორობა, სიმშვიდე და უსაფრთხოების შეგრძნება.
ზექრის პრაქტიკისას სუფი ღმერთის სხვადასხვა სახელს იმეორებს. ამ დროს ის ყურადღებას მიაპყრობს არამარტო სახელთა გამეორებას, არამედ მათ მნიშვნელობას.
ვინაიდან ადამიანი აზრს სიტყვის მეშვეობით იგებს, სიტყვის მუდმივად გამეორების მიზანი ისაა, რომ საბოლოოდ ამ გზით ადამიანი მის მნიშვნელობას ჩაწვდეს.
სუფიები თვლიან, რომ ხსენება, რომელიც მხოლოდ სიტყვის გამეორებით შემოიფარგლება, კერპთაყვანისმცემლობის ტოლფასია. სიტყვა თავისთავად ძალას არ ფლობს.
ბუნებრივია, ამ გზის დასაწყისში შეუძლებელია, მოწაფმ არ მიაპყროს ყურადღება უშუალოდ სახელის გამეორებას, და მხოლოდ გარკვეული ხნის შემდეგ, როდესაც ის ფორმების მიღმა სულიერ სამყაროს ეჩვევა, უკვე აღარ არის დამოკიდებული სახელის სიტყვიერ ხსენებაზე.
ამასთან დაკავშირებით რუმი ამბობს:
”მე განვიშორებ ბგერას, სიტყვას და მეტყველებას,
რათა ამ სამის გარეშე გესაუბრო.”
ზექრში მოწაფემ უნდა დაივიწყოს არამარტო ის ყველაფერი, რაც მას ამ და იმქვეყნიურთან აკავშირებს, არამედ საკუთარი თავიც.
ის, ვინც აცნობიერებს, რომ ღმერთის სახელის ხსენებითაა დაკავებული, სინამდვილეში დუალიზმში ვარდება, რითაც ბილწავს ისლამის ძირითად დოქტრინას – ღვთიური ერთიანობის სწავლებას (ტაუხიდი).
სწორედ ამ მიზეზის გამო, ზექრის წარმოთქმისას მიმართვის ნაწილი გამოირიცხება. მაგალითად: ”ო, ღმერთო”- (ია ალლა)ს ნაცვლად, წარმოითქმება მხოლოდ ღმერთის სახელი, რადგან იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ნაწილაკ ”ო”(ია)_ს ვიტყვით, იგულისხმება, რომ არსებობს ვინმე, ვინც ღმერთს მიმართავს, მაშინ, როცა ერთი ღმერთის არსებობის მოძღვრების დედააზრი გულისხმობს, ღმერთის გარდა, ყოველივე არსებულის ილუზორულობას.
სინამდვილეში ზექრი შეიძლება შევადაროთ ნაკადს, რომელიც ამორეცხავს მოწაფეებისგან არასასურველ თვისებებს და მათ ღვთაებრივი თვისებებით შეცვლის. საბოლოოდ კი ინდივიდუალური ეგო იმდენად მცირდება, რომ ”მე”-ს კვალიც კი ქრება. ეს თარიყათის დასასრული და ”გაუჩინარების ზღვის” დასაწყისია (ფანა).
უნდა აღინიშნოს, რომ ზექრის ეფექტი მხოლოდ იმ მოწაფეზე ვლინდება, რომელიც სულიერი მოძღვრის მკაცრი ხელმძღვანელობის ქვეშ იმყოფება. და მხოლოდ ერთგულების (ირიდათი) წყალობით აღწევს მოწაფის ზექრის ხე სიმწიფეს და გამოიღებს თვითობის გაუჩინარების (გაქრობა ღმერთში) ნაყოფს.
ჯავად ნურბახში ''გზა''