ერთხელ სოკრატესთან ადამიანმა მიირბინა და ეუბნება:
- მისმინე, სოკრატე, უნდა გითხრა რომ შენი მეგობარი....
- -მოიცა, მოიცა, -გააწყვეტინა სოკრატემ.- გაცერი თუ არა შენ, შენი სათქმელი სამ საცერში?
- -რა სამ საცერში?
- -რა და პირველი -ეს სიმართლის საცერია: ის, რისი თქმაც გინდა, სიმართლეა?
- -არ ვიცი, ასე გავიგე...
- -საკმარისია! მაშ გაცერი თუ არა შენ შენი სათქმელი სიკეთის საცერში? - არის თუ არა ის, რაც გინდა რომ მითხრა რაიმე სიკეთის მომტანი?
- -არა, მგონია, არა.
- -ჰმ, მაშინ კიდევ ერთ, მესამე საცერში გაცერი: განა ასეთი აუცილებელია რომ ის მითხრა, რის თქმასაც აპირებ?
- -არა, არ არის აუცილებელი!
- -მაშ - მიუგო ბრძენმა- თუ ამისი აუცილებლობა არ არის, ნუღარ გააგრძელებ, ნურც თავს დაიმძიმებ და ნურც მე.